დავით ჯალაღანია იაპონიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

დავით ჯალაღანია იაპონიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

2012 წლის 7 დეკემბერს, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოსა და იაპონიას შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მეხუთე რაუნდი. საქართველოს მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია, ხოლო იაპონიის მხრიდან- იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული ბიუროს გენერალური დირექტორის მოადგილე, კავკასიის და სუამ-ის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი, ტაკეში ჰიკიჰარა.

 

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. საუბარი შეეხო აგრეთვე ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი ბაზის სრულყოფის საკითხებს.

 

მხარეებმა შეაჯამეს 2012 წლის განმავლობაში, საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ორ ქვეყანაში ჩატარებული კულტურული ღონისძიებები. ხაზი გაესვა საქართველოდან იაპონიაში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას.

 

იაპონურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: