ვანო მერაბიშვილმა ადვოკატი დაიბარა!
ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ შსს-ს საგამოძიები სამსახურში დაკითხვაზე მყოფმა ვანო მერაბიშვილმა ადვოკატი მოითხოვა. მისი თხოვნითა და გადაწყვეტილებით, მის ინტერესებს ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი დაიცავს. ჭაბაშვილი შსს-ში უკვე მივიდა.
"ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, რადგან არაფერი ვიცი საქმესთან დაკავშირებით, უბრალოდ აქ მოვედი ვანო მერაბიშვილის თხოვნით", _ განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა ჟურნალიტებთან საუბრისას.