თეა თუთბერიძე: ბრავო, ახალო ხელისუფლებავ!
შსს-სთან ვანო მერაბიშვილის დაკითხვის გასაპროტესტებლად მივიდა "თავისუფალი ინსტიტუტის" წევრი თეა თუთბერიძე.
მან ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა:
"ვანო მერაბიშვილის დაკავება არის პოლიტიკური დევნა და ამ ხელისუფლებამ რაც არ უნდა იძახოს, რომ ეს არის მართლმსაჯულების ზეიმი, არაფერი გამოუვა. თუ ვანო მერაბიშვილი დაკავებულია, მხოლოდ იმიტომ, რომ ის პასპორტით ლევან მაისურაძე იყო, მაშინ, ბრავო, ამ ხელისუფლებას! როცა მთავრობის ყოფილ წევრებს: ახალაიას ვაშლის გათლის გამო, იქ ვიღაც სამხედროს დანის ტარის ჩარტყმის გამო და რაღაც ყალბ საბუთებზე იჭერენ, ასეთ შემთხვევაში, არაფერი ითქმის გარდა ერთისა: ბრავო, წინა ხელისუფლებას, რადგან ახალ ხელისუფლებას ძველ ხელისუფლებაზე სხვა კომპრომატები არ გააჩნია".