პრეზიდენტმა პატიმრები შეიწყალა!

პრეზიდენტმა პატიმრები შეიწყალა!

პრეზიდენტის პრესმდივნის მანანა მანჯგალაძის განმარტებით, დღეს პრეზიდენტმა 92 პატიმარი შეიწყალა. 


მისივე თქმით,  პრეზიდენტმა იმ მსჯავრდებულთა შეწყალების აქტი გამოსცა, რომელთა გათავისუფლების რეკომენდაციითაც ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაციას, რამდენიმე დღის წინ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა სოზარ სუბარმა მიმართა.

"საქმე ეხება მსჯავრდებულთა იმ ჯგუფს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, ან უკიდურესად მძიმეა. თავიდან 137 მსჯავრდებულზე იყო საუბარი, თუმცა გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სასჯელაღსრულების სამინისტროდან დოკუმენტაცია 92 პატიმარზე შემოვიდა. პრეზიდენტმა დღეს ყველა მათგანის შეწყალების თაობაზე გამოსცა აქტი", - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: