ნუგზარ ნაჭყებიას ბრალი მოუხსნეს!
კონტროლის პალატის ბუნებრივი რესურსების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლის – ნუგზარ ნაჭყებიას საქმის განხილვა, რომელიც 8 წლის მანძილზე მიმდინარეობდა, დასრულებულია.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული ნაჭყებია უდანაშაულოდ სცნო. ასევე, მას ერთი თვის განმავლობაში დაუბრუნდება გირაოს თანხა, რომელიც გადახდილი ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ნაჭყებიას, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლება დაავალეს ბიძინა გიორგობიანის დასაკავებლად დაეწერა აქტი, რაზეც მან უარი განაცხადა. სწორედ ამის გამო ის გამოგონილი ბრალდებით დააპატიმრეს.