ეკა ბესელია: ნანუაშვილი კარგი სახალხო დამცველი იქნება!

ეკა ბესელია: ნანუაშვილი კარგი სახალხო დამცველი იქნება!

ეკა ბესელიას განმარტებით, უჩა ნანუაშვილი კარგი სახალხო დამცველი ქვეყნისთვის იქნება და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის.


"დარწმუნებული ვარ, რომ წარმოდგენილი კანდიდატურა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიისთვის ძალიან კარგი ომბუდსმენი იქნება. ასევე მიმაჩნია, რომ ის კარგი სახალხო დამცველი არა კონკრეტული პოლიტიკური ძალისთვის, არამედ ქვეყნისთვის იქნება", - აღნიშნა დეპუტატმა.


შეგახსენებთ, რომ პარლამენტში სახალხო დამცველობის ერთადერთ კანდიდატს უჩა ნანაუშვილს უკვე მოუსმინეს. დღეს საკანონმდებლო ორგანოს წევრები ახალ ომბუდსმენს აირჩევენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: