ცხინვალის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში დღეს დილით ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს.
ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საბავშვო ბაღში სასწრაფო ევაკუაცია ჩატარდა.
საბავშვო ბაღი, სადაც ასაფეთქებელი მოწყობილობა იპოვეს, ოსტროვსკის ქუჩაზე მდებარეობს.
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები და გამნაღმველები მუშაობენ.
ცხინვალის საბავშვო ბაღში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს
გააზიარე სტატია








