გოგა ხაჩიძე: დღეს ქვეყანაში შერჩევითი სამართალია!

გოგა ხაჩიძე: დღეს ქვეყანაში შერჩევითი სამართალია!

სამართალდამცველებმა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები, ერედვის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსი სპეციალისტი ჯანგირ მჭედლიშვილი , საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების უფროსი გოგიტა გოჩაშვილი და სოციალური სამსახურის განყოფილების უფროსი ლევან მაისურაძე დააკავეს. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.


აღსანიშნავია, რომ ეს პირები არჩევნების წინ ე.წ. კარალეთის ინციდენტში მონაწილეობდნენ. მაშინ „ნაციონალების“ აქტივისტები „ქართული ოცნების“ წარმოადგენლებს, მათ შორის კახი კალაძეს დაუპირისპირდნენ.


„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების დაკავების ფაქტს დეპუტატი გოგა ხაჩიძე გამოეხმაურა.

„ინციდენტის შედეგად დაზარალებულები ორივე მხრიდან იყვნენ, თუმცა ასე შერჩევით სამი საჯარო მოხელე დააკავეს. ის ადამიანი, რომელიც ადგილზე პოლიციის სამმართველოს ხელმძღვანელობს, ამ ინციდენტში ისიც მონაწილეობდა და ფაქტია, რომ პოლიტკური ნიშნით დევნა გრძელდება. დაკავებულ პირებს, წაყენებული აქვთ ბრალი ჯგუფური ხულიგნობის და პოლიტიკურ დევნაში“, - აცხადებს კანონმდებელი.

„ეს კიდევ ერთხელ  ადასტურებს იმას, რომ დღეს ქვეყანაში  შერჩევითი სამართალი არსებობს, მით უმეტეს, როდესაც ინციდენტში ასეულობით ადამიანი მონაწილეობდა, მაგრამ დაკავებულები მხოლოდ საჯარო მოხელეები არიან“, - დასძინა ხაჩიძემ.


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: