დავით ნარმანია ევროპის საინვესტიციო ბანკის თანამშრომლებს შეხვდა

დავით ნარმანია ევროპის საინვესტიციო ბანკის თანამშრომლებს შეხვდა

დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია  ევროპის საინვესტიციო ბანკის  წარმომადგენლებს, აღმოსავლეთ სამეზობლოსა და ცენტრალური აზიის საკრედიტო ოფიცერს - ტომას ტამოსაუსკასს და ეკონომიკის დეპარტამენტის ეკონომისტს - ლუკა გატინის შეხვდა.


 შეხვედრაზე მხარეებმა იმ პროექტების შესახებ იმსჯელეს, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურს სამინისტრო ევროპის საინვესტიცო ბანკის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ახორციელებს. განსაკუთრებული ყურადღება წყალმომარაგების რეაბილიტაციისა და  მყარი ნარჩენების მართვის საკითხებზე გამახვილდა. შეხვედრაზე განიხილეს ასევე  თანამშრომლობის სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: