ქარელს ახალი გამგებელი ჰყავს!

ქარელს ახალი გამგებელი ჰყავს!

ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი ილია ბურჯანაძე თანამდებობიდან გადადგა.


ამ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.


,,ოჯახური პირობების გამო, გთხოვთ, გამანთავისუფლოთ თანამდებობიდან”, – ილია ბურჯანაძის დაწერილი ასეთი შინაარსის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ღვინიაშვილმა სხდომაზე წარადგინა. საკრებულომ ბურჯანაძის თხოვნა დააკმაყოფილა, ხოლო მის შემცვლელ კანდიდატს – ივანე ოსაძეს ერთხმად დაუჭირეს მხარი.


ივანე ოსაძე წარმოშობით ქარელის რაიონ სოფელ ფციდანაა, თუმცა ამჟამად, ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. ის თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიის მეცნიერებათა პროფესორია.


როგორც ივანე ოსაძემ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აღნიშნა, მან საკრებულოს საკუთარი სურვილით მიმართა, რათა გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე აერჩიათ.


,,მე ამ კუთხის შვილი ვარ და კარგად ვიცნობ, რა უჭირს და რა ულხინს ამ მხარეს. საერთოდ, კარგად ვიცი ქარელის რესურსების და შესაძლებლობების შესახებ. საკადრო ცვლილებები ვფიქრობ, რომ აუცილებელიცაა. აუცილებლად განხორციელდება, თუმცა ეს არ მოხდება პოლიტიკური ნიშნით. მე არავითარ შემთხვევაში ყურადღებას არ მივაქცევ იმას, თუ ვინ რომელ პარტიაშია. გადავამოწმებ ყველას, ვის რა გაუკეთებია; ვინ რა დანაშაული ჩაიდინა. ასეთები ძალიან ბევრნი იქნებიან; მათი გაკეთებული საქმეები ამას მოწმობენ. ხოლო შემდეგ მოხდება ახალი კადრების დანიშვნა მათი კვალიფიკაციის და განათლების მიხედვით. პირეველი, რასაც გავაკეთებ, ეს კადრების ცვლილება იქნება. შემდეგ დავლაგდებით და ალაბათ, როგორც ყველა კუთხეში, აქაც დიდი ყურადღება სოფლის მეურნეობას დაეთმობა. ამ მხრივ მე დიდი გეგმები მაქვს”, – აღნიშნა ივანე ოსაძემ.


ბოლო პერიოდში ივანე ოსაძე ,,პროფესორთა დაცვის ლიგის” წევრი იყო. ის უმაღლეს სასწავლებლებში მაღალი გადასახადების დაწესებას აპროტესტებდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: