დავით კირვალიძეს აგრარულ კომიტეტში მოუსმინეს
დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე აგრარულ კომიტეტის თავმჯდომარეს გიგლა აგულაშვილს შეხვდა. აგრარულ კომიტეტში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე შალვა ფიფია და საგარეჯოსა და თელავის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატები, თინათინ ხიდაშელი და გელა სამხარული ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მათ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება საგაზაფხულო სამუშაოების მომზადების საკითხებს დაეთმო. ისაუბრეს ასევე კახეთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებაც. შეხვედრაზე კოოპერაციის ხელშეწყობის პროგრამის პრიორიტეტებიც განიხილეს.
"ჩვენ მზად ვართ საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაზე დავიწყოთ მუშაობა, რათა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება და ბაზარი მაქსიმალურად განვითარდეს", - განაცხადა აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა.
"ჩვენ ძალიან ვაფასებთ ასეთ თანამშრომლობას აგრარულ კომიტეტთან და მათ როლს ახალი პროექტების განხორციელებაში", - აღნიშნა შეხვედრის დასასრულს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ.