რეზო ამაშუკელი: საქართველოს გადაკეთების უფლებას არავის მივცემთ!

რეზო ამაშუკელი: საქართველოს გადაკეთების უფლებას არავის მივცემთ!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და ცნობილი ქარტველი პოეტის რეზო ამაშუკელის ინიციტივით უკვე დარეგისტრირდა საერთო-სახალხო მოძრობა „ლაზარე“. დღეს კი აკაკი ხორავას სახელობის თეატრში  მოძრაობის პრეზენტაცია გაიმართა.


მოძრაობის ლიდერების თქმით, პირველ ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა მოძრაობა „ლაზარე“. ეს მოძრაობა  მოქალაქეთა აპოლიტიკურ და არაკომერციულ გაერთიანებას წარმოადგენს.


საზოგადოებრივი მოძრაობა „ლაზარეს“ დამფუძნებელი და თავმჯდომარეა პოეტი რეზო ამაშუკელი. გაერთიანების მიზანია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მონიტორინგი და მათი ანალიზი. მოძრაობა ასევე განახორციელებს მონიტორინგს ხელისუფლების საქმიანობაზე.


„ჩვენ გვიწევს ბეწვის ხიდზე სიარული, მაგრამ თითოეულმა ჩვენგანმა ქვეყნის კეთილდღეობისთვის თავი უნდა გადავდოთ. საქართველოს გადაკეთება უნდოდათ ბოკერიებსა და მისნაირებს, მაგრამ ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ. თუ ხელისუფლება ვერ შეძლებს მდგომარეობის გამოსწორებას, მე ამისთვის თავს გადავდებ“, - განაცხადა რეზო ამაშუკელმა.


დღეს გამართულ შეხვედრაზე დასახელდნენ რეზო ამაშუკელის მოადგილეები: მარიამ ცაცანაშვილი, ლევან ლაზარიაშვილი და  მოძრაობა „ლაზარეს“ ახალგაზრდული ფრის ლიდერი ალექსი კობაიძე.


„მოძრაობა „ლაზარე“ დაფუძნებულია ეროვნულ იდეოლოგიაზე. ის მუდმივად განახორციელებს ეროვნული ინტერესების დაცვას. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი რელიგია და კულტურა“, - განაცხადა „ივერიონთან“ საუბრისას ალექსი კობაიძემ.


რაც შეეხება მოძრაობა „ლაზარეს“  დაფინანსებას, უახლოეს მომავალში შეიქმნება საქველმოქმედო ფონდი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება მისთვის ხელმისაწვდომი თანხის ჩარიცხვა.


მოძრაობა „ლაზარეს“ მომდევნო შეხვედრა ახალი წლის შემდეგ იგეგმება, სადაც საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით,   მოძრაობის  21 კაციან საბჭოს და 40 კაციან საკრებულოს აირჩევენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: