საქართველოსა და სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი

საქართველოსა და სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი

დუბლინში დაგეგმილი ეუთო-ს მინისტერიალის საბჭოს მე-19 შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და სლოვენიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა გაიმართა.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას „საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმებას მოეწერა  ხელი.

 

შეთანხმება  ხელშემკვრელ მხარეთა იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მეორე ქვეყანაში გაწეული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების გადასახადებით დაბეგვრის პირობებს არეგულირებს.

 

შეთანხმების პროექტის ტექსტი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მოდელს ეფუძნება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: