დაცული ტერიტორიების სააგენტო ანგარიშს აბარებს

დაცული ტერიტორიების სააგენტო  ანგარიშს აბარებს

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი შონვაძემ სააგენტოს 5 წლის მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. 

 

ღონისძიება გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი თექთურმანიძემ გახსნა. 

 

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაციის მიზანი დაცული ტერიტორიების საგენტოს შესახებ ყველა მიზნობრივი ჯგუფისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო.

 

ანგარიშში წარმოდგენილი იყო, თუ რა გაკეთდა 5 წლის განმავლობაში. კერძოდ, საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების კუთხით ჩატარებული აქტივობები და რეფორმები.

 

პრეზენტაციას საელჩოების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო, ბიზნესის და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

პრეზენტაციის შემდეგ დაცული ტერიტორიების ფოტოგამოფენა გაიმართა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: