უჩა ნანუაშვილმა თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა
"ჩემი პრიორიტეტია, პირველყოვლისა, უფრო მეტად გაიზარდოს სახალხო დამცველის აპარატის ფუნქცია და როლი. ამ პროცესებში მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენ ერთიანი ფრონტით უნდა გამოვიდეთ იმ ცვლილებების მისაღწევად, რომელსაც ვგეგმავ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მონიტორინგის ფუნქციის და მონიტორინგის საბჭოების განხორციელება. მე უახლოესი დღეების განმავლობაში დავიწყებ ამ საკითხებზე მუშაობას", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.