ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს

ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, ნარკოდანაშაულისთვის ორი პიროვნება დააკავეს.

 

შსს-ს განცხადების თანახმად, დავით ქ.-სა და ამირან ა.-ს პირადი ჩხრეკისას, მოყავისფრო სითხით სავსე ორი სამედიცინო შპრიცი აღმოაჩნდათ. 

 

სამინისტროს ინფორმაციით, გაირკვა, რომ ამირან ა. თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომელია.

 

„დაკავებულებს ნარკოლოგიური შემოწმება  ჩაუტარდათ. აღმოჩნდა, რომ დაკავებისას ორივე  ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების  ქვეშ იმყოფებოდა. მათ სისხლში „ჰეროინის" და „მარიხუანას" კვალი აღმოჩნდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

შსს-ს ინფორმაციით, ამირან ა. - ს  260-ე  მუხლის პირველი  ნაწილით (ნარკოტიკის შეძენა-შენახვა) წაუყენეს ბრალი, ხოლო დავით ქ.-ს ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით, რაც არაერთგზის შეძენა-შენახვას გულისხმობს.  

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: