თაღლითობის ფაქტზე სომხეთის ორი მოქალაქე დააკავეს

თაღლითობის ფაქტზე სომხეთის ორი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე თბილისში მცხოვრები სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავეს.

 

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, 5 დეკემბერს 1971 წელს დაბადებული ვლადიმერ ს. და 1975 წელს დაბადებული დიანა ე. აიყვანეს.

 

სამინისტროს ინფორმაციით, საქმის მასალების თანახმად, 2011 წლის იანვარში, ვლადიმერ ს.-მ და დიანა ე.-მ ქეთევან და ანატოლი საპანაძეებს თაღლითურად გამოართვეს ფულადი თანხა - 600 ლარი და 5 000 აშშ დოლარი.

 

განცხადების თანახმად, დაკავებულები, აღნიშნული თანხის სანაცვლოდ, საპანაძეებს მათი მსჯავრდებული შვილის, დავით საპანაძის შეწყალების გზით გათავისუფლებას დაპირდნენ, ხოლო თანხის მიღების შემდეგ მიიმალნენ.

 

„ვლადიმერ ს. და დიანა ე. წარსულში სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავების მიერ ანალოგიური ბრალდებით იძებნებოდნენ. გარდა ამისა, ვლადიმერ ს., ასევე თაღლითობის ბრალდებით, 2004 წელს საქართველოშიც არის ნასამართლევი“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: