ჩიორა თაქთაქიშვილი: უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველის ფუნქციას თავს ვერ გაართმევს

ჩიორა თაქთაქიშვილი: უჩა ნანუაშვილი სახალხო დამცველის ფუნქციას თავს ვერ გაართმევს

უჩა ნანუაშვილის კანდიდატურა საპარლამენტო უმცირესობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ 2007 წლის მარტიდან უჩა ნანუაშვილის ინიციატივით დაიწყო კამპანია „ბოდიში“, რომლის მიზანიც  ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ნდობის აღდგენა იყო.  ამ კამპანიას არაეთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.  შეგახსენებთ, რომ უმცირესობისთვის ომბუდსმენის თანამდებობაზე მისაღები კანდიდატი თამარ გურჩიანი იყო. 

 

ამ საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა  ჩიორა თაქთაქიშვილმა  კომენტარი გააკეთა.

 

„სახალხო დამცველის შერჩევის ერთადერთი კრიტერიუმი „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური სიმპათიები აღმოჩნდა. ბატონი უჩა ნანუაშვილი  „ქართული ოცნების“ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. ის თავისი პოლიტიკური განცხადებებით არასოდეს არ გამიჯვნია და, პირიქით, ამყარებდა ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების პოზიციას, როგორც პოლიტიკურ რეპრესიებთან დაკავშირებით, ასევე სხვა პოლიტიკურ საკითხებშიც. ეჭვი მაქვს, ის  ვერ გაართმევს თავს იმ ძალიან მაღალ ფუნქციას, რომელიც სახალხო დამცველს ეკისრება“, - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: