ნუგზარ წიკლაური: ადამიანი, რომელიც ქართველ ხალხს მოძალადესთან ბოდიშის მოხდას სთხოვს, ჩემს ხალხს ვერ დაიცავს

ნუგზარ წიკლაური: ადამიანი, რომელიც ქართველ ხალხს მოძალადესთან ბოდიშის მოხდას სთხოვს, ჩემს ხალხს ვერ დაიცავს

საპარალამენტო უმცირესობა არჩეული სახალხო დამცველით უკმაყოფილოა. უმცირესობის ერთ-ერთმა წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ უჩა ნანუაშვილი ქართველი ხალხის ადვოკატი ვერ იქნება, რადგან იგი რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობს.

 

"ჩანს ქართველ ხალხს ის ადამიანი ვერ დაიცავს, რომელიც პროკურორის ტონით, რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობს. ადამიანი, რომელიც საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს, ქართველ ხალხს მოძალადეების  მიმართ ბოდიშის მოხდას სთხოვს, ეს ადამიანი ჩემს ხალხს ვერ დაიცავს. ყოფილმა ომბუდსმენმა, გიორგი ტუღუშმა სახალხო დამცველის აპარატის მაღალი სტანდარტები დაამკვიდრა. საეჭვოა, ეს ახალმა ომბუდსმენმა შეძლოს. ეს იქნება ერთი კონკრეტული პარტიის დამცველი და არა ხალხის წარმომადგენელი", - განაცხადა წიკლაურმა. 

 

ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობამ იმით ახსნა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" სახალხო დამცველი ყოველთვის მტრად მიაჩნდა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: