ნანა დევდარიანი: უგულავას 100-ლარიანი ვაუჩერი ვერ უშველის

ნანა დევდარიანი: უგულავას 100-ლარიანი ვაუჩერი ვერ უშველის

ყოფილი სახალხო დამცველი, ნანა დევდარიანი „ახალ თაობასთან“ მიცემულ  ინტერვიუში აცხადებს, რომ 100-ლარიანი ვაუჩერებით უგულავა ხალხის გულის მოგებას ცდილობს და  კარგად თუ გამოიძიებენ, ბევრ საბიუჯეტო  დარღვევას აღმოაჩენენ.

 

„უგულავა ცდილობს ბოლომდე შეინარჩუნოს მერის პოზიცია. სინამდვილეში, თუ სერიოზულად მოჰკიდებენ ხელს,  განსაკუთრებით მერიის საბიუჯეტო მხარეს, სად მიდიოდა, როგორ მიდიოდა ბიუჯეტის თანხები, ტენდერები როგორ იმართებოდა და ხშირად როგორ არ იმართებოდა, იქ ძალიან ბევრი დანაშაული ამოტივტივდება და უგულავას 100-ლარიანი ვაუჩერი ვერ უშველის. ის უბრალოდ გულის მოგებას ცდილობს, აი, ნახეთ, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ეს კი ამოიღო ბიუჯეტიდან, მაგრამ ამას ჩვენი ბიუჯეტიდან ვაკეთებთო“,- აცხადებს დევდარიანი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: