დღეს ადვოკატთა ასოციაცია ახალ წევრებს აირჩევს

დღეს ადვოკატთა ასოციაცია ახალ წევრებს აირჩევს

დღეს ადვოკატთა ასოციაციის კომისია ეთიკის კომისიის ახალ წევრებს აირჩევს. გარდა ამისა, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე აღმასრულებელი საბჭოს მიერ 2012 წელს გაწეულ საქმიანობას შეაჯამებს. 

 

მანამდე კი ადვოკატთა ასოციაციამ უნდა გადაირჩიოს ის 4 წევრი, რომლებმაც ადვოკატთა ასოციაციას უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე თავად მიმართეს. ეს წევრები არიან მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, ასევე პროკურატურის თანამშრომელი კახაბერ წერეთელი. იმის გამო, რომ მათ პროკურატურაში გადაინაცვლეს, მათი საქმიანობა ეთიკის კომისიის წევრობასთან შეუსაბამოა. რაც შეეხება დანარჩენ 2 წევრს, მათ თავისი სურვილით მოინდომეს ეთიკის კომისიის დატოვება.  

 

არჩილ კბილაშვილმა პროკურატურაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. "აუცილებელია ადვოკატთა ასოციაციამ და პროკურატურამ ერთმანეთთან ითანამშრომლონ. ასევე საჭიროა სასამართლოში გაიზარდოს ადვოკატის როლი", - განაცხადა მან.

 

კბილაშვილმა საპროცესო გარიგებებთან დაკავშირებულ ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ეს გარიგებები ისე არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც ბიუჯეტში ფულის შეტანის საშუალება. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: