საქველმოქმედო ღონისძიება უსახლკაროების დასახმარებლად
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრი“ დღეს, პროექტ „თბილი სახლის“ ფარგლებში, საქველმოქმედო ღონისძიებას გამართავს.
როგორც „ივერიონს“ არასამთავრობო ორგანიზაციიდან აცნობეს, ღონისძიება სასტუმრო „ამბასადორში“, 18:00 საათზე დაიწყება.
ღონისძიებიდან შემოსული თანხა უსახლკარო მოქალაქეებისთვის თავშესაფრის გახსნას მოხმარდება.
აღნიშნული თავშესაფარი უსახლკარო მოქალაქეებს საკვებით, ტანისამოსითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს.