"თავისუფალი დემოკრატები" ხვალ პარტიის მეორე ყრილობას გამართავენ

"თავისუფალი დემოკრატები" ხვალ პარტიის მეორე ყრილობას გამართავენ

თავისუფალი დემოკრატების მეორე ყრილობა ხვალ საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიას" მე-3 პავილიონში გაიმართება.

 

ყრილობას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, თავდაცვის მინისტრი და პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ალასანია, ასევე "თავისუფალი დემოკრატების" ფრაქციის წევრები, მოწვეული სტუმრები და დელეგატები დაესწრებიან.

 

 ღონისძიებაზე პარტია სამომავალო სტრატეგიას დასახავს. ამასთან ყრილობაზე "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარედ ირაკლი ქადაგიშვილის კანდიდატურას განიხილავენ, რომელმაც ამ პოსტზე ირაკლი ალასანია უნდა შეცვალოს. 

 

 ღონისძიებაზე მოხსენებით წარდგება ირაკლი ალასანია, რომელიც 2009-2012 წლებში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წარადგენს. პარტიის სამომავლო გეგმებზე კი ირაკლი ჩიქოვანი ისაუბრებს. 

 

 ყრილობაზე პარტიის ახალ წესდებას მიიღებენ და გამგეობის და პარტიის თავმჯდომარეს  აირჩევენ.

 

 თავისუფალი დემოკრატების მეორე ყრილობა 12:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიას" მე-3 პავილიონში გაიმართება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: