დღეს და ხვალ 50-მდე პატიმარი გათავისუფლდება

დღეს და ხვალ 50-მდე პატიმარი გათავისუფლდება

სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღეს და ხვალ 50-მდე მსჯავრდებული დატოვებს.

 

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულებს შორის 2 ქალი და 2 მძიმე ავადმყოფია.

 

სასჯელაღსრულების სამინისტროში დღეს პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

 

კომისიის წევრებმა 300-მდე მსჯავრდებულის განცხადება განიხილეს, რომელთაც ადგილობრივი საბჭოების მიერ პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვათ და ამასთანავე, რისკების შეფასებისა და სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიით  განმეორებითი დანაშაულის ჩადენის დაბალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.

 

პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისია და ადგილობრივი საბჭოები მსჯავრდებულთა განცხადებების განხილვას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: