,,თავისუფალი დემოკრატები“ თვითმმართველობის არჩვენებისთვის ემზადებიან
,,საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე დღეს პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ“. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის წარმომადგენლები ავრცელებენ.
პარტიის რიგით მეორე ყრილობა დღეს, "ექსპო ჯორჯიას" მესამე პავილიონში, 12:00 საათზე გაიმართება. პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილია.
ასევე, ყრილობაზე იგეგმება თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პარტიის სამომავლო გეგმების განხილვა.
ყრილობაზე დასასწრებად 700 სტუმარია მოწვეული. მათ შორის არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ყრილობაზე ასევე ელოდებიან, კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიის წარმომადგენლებსაც.
"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ალასანია იყო. მან თავმჯდომარის პოსტი თავდაცვის მინისტრად დამტკიცების შემდეგ დატოვა. ამასთან, ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ პარტია ახალი სახელით -"თავისუფალი დემოკრატებით" გააგრძელებს საქმიანობას.