რიყის პროექტთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილსაც დაკითხავენ?!

რიყის პროექტთან დაკავშირებით  ბიძინა ივანიშვილსაც დაკითხავენ?!

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის  მამუკა ახვლედიანის განცხადებით, იმისთვის, რომ  რიყის პროექტზე  გამოძიება ობიექტურად ჩატარდეს, ფონდ "ქართუს" ხელმძღვანელობა და  ბიძინა ივანიშვილიც უნდა დაიკითხოს.

 

მან ამის შესახებ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, დღევანდელი პრემიერ-მინისტრი რიყის განვითარების ყველა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო.  ახვლედიანის განცხადებით, სწორედ   ბიძინა ივანიშვილისა და „ქართუს“  ხელმძღვანელობის  მხრიდან იყო კონკრეტული პროექტების შეთავაზებაც და ყველა პროექტი პირადად ივანიშვილთან იყო შეთანხმებული. 

 

 „2006 წელს ტერიტორია კონკურსის შედეგად მერიის შესაბამისმა სამსახურებმა ყველა ნორმის დაცვით გაასხვისეს.  ამის შემდეგ 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა არქიტექტურული პროექტების განხილვა, რის შემდეგაც შეთანხმების მიღწევა ვერ შედგა.  მერიამ 2008 წელს მიწა უკან გამოისყიდა და მის მოწყობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება თავის თავზე აიღო“, - აცხადებს ახვლედიანი.  

 

ახვლედიანი განმარტავს, რომ გამოძიების ობიექტურად ჩატარებისთვის, პროცესის მონაწილე ყველა მხარე უნდა დაიკითხოს და არა ცალსახად მხოლოდ მერიის მაღალჩინოსნები. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: