ზურაბ ჟვანიას დღეს 49 წელი შეუსრულდებოდა

ზურაბ ჟვანიას დღეს 49 წელი შეუსრულდებოდა

დღეს, 9 დეკემბერს, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ზურაბ ჟვანიას 49 წელი შეუსრულდებოდა.

 

ზურაბ ჟვანია 1963 წლის 9 დეკემბერს თბილისში დაიბადა. 1985 წელს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად, მეცნიერების მხარდაჭერით ჩამოაყალიბა ეკოლოგიური ასოციაცია, რომლის ბაზაზედაც 1988 წელს შეიქმნა მოძრაობა "საქართველოს მწვანეები". პირველ თავმჯდომარედ ზურაბ ჟვანია აიღჩიეს.

 

1992 წელს გახდა ევროპელ "მწვანეთა" პირველი თანათავმჯდომარე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. 1993 წელს აირჩიეს საქართველოს მოქალაქეთა კავშირის გენერალურ მდივნად. 1995 და 1999 წელს ზურაბ ჟვანია არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ.

ჟვანია 2001 წლის ოქტომბერში გადადგა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან. 2002 წლის ივლისში თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა პარტია "გაერთიანებული დემოკრატები". 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ პარლამენტის მიერ დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2004 წლის 17 თებერვალს პრემიერ-მინისტრის პოსტზე. 

 

ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში (ოფიციალური ცნობით გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი აირით) დაიღუპა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: