დავით კაკაბაძეს 15 ათასის სანაცვლოდ გაათავისუფლებენ?!

დავით კაკაბაძეს 15 ათასის სანაცვლოდ გაათავისუფლებენ?!

ვანის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით კაკაბაძეს დღეს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. 

 

ამის შესახებ განცხადება პროკურორმა ილია ჯალაღონიამ გააკეთა. კაკაბაძე გვიან ღამემდე დაკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა ის არ დაუკავებათ. პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს და აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას არ მოითხოვს.  თუ კაკაბაძის ოჯახი 15 ათას ლარს გადაიხდის, საკრებულოს თავმჯდომარე გათავისუფლდება.

 

კაკაბაძეს გამოძიება „ქართული ოცნების“ წევრის მამუკა შარაშენიძის დევნასა და ჯანმრთელობის დაზიანებას ედავება. პროკურატურა ასევე მოითხოვს, რომ კაკაბაძეს თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუწყდეს. 

 

დღეს, 12 საათზე  ამ ფაქტთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: