პოლიციამ არასრულწლოვნები დააკავა

პოლიციამ არასრულწლოვნები დააკავა

ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მომენტში ორი პირი, 1996 წელს დაბადებული ლაშა ქ. და 1998 წელს დაბადებული გელა ჯ. დააკავა.

 

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

 დაკავებულებმა, მეტროსადგურ „300 არაგველის" მიმდებარე ტერიტორიაზე, გაქურდვის მიზნით,  სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს.

 

ლაშა ქ.-მ ,  2012 წლის 12 ნოემბერს, მოსკოვის გამზირზე მდებარე ერთი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა და იქვე მდებარე მეორე  აპარატის გაქურდვის მცდელობაც აღიარა.

 

 საქმე საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის (ქურდობა) მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით აღიძრა. მიმდინარეობს გამოძიება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: