"თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი მივიდა
საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიის" მესამე პავილიონში პარტია "ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების" ყრილობა მიმდინარეობს.
დღევანდელ ყრილობაზე მოხსენებით საქართველოს თავდაცვის მინისტრი და "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ალასანია გამოვა.
ყრილობას ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ ყრილობასთან დაკავშირებით, ღონისძიების დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ის ყრილობას მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრება.