ბიძინა ივანიშვილი: კონსტიტუციაში ისეთი მუხლებია, ეშმაკი ფეხს მოიტეხს
პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თუ იგი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს მას პრემიერ-მინისტრობის უფლება ჩამოერთმევა.
„საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, რომ საქართველოს მოქალაქეობამ იმოქმედოს იმის შემდგომ, რაც დავკარგავ საფრანგეთის მოქალაქეობას. კონსტიტუციაში ისეთი მუხლებია, ეშმაკი ფეხს მოიტეხს“, - აცხადებს ივანიშვილი.
პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობის დაწყებემადე გააკეთა.