ირაკლი ალასანია: ,,თავისუფალი დემოკრატები" ქვეყანაში ლიბერალურ პოლიტიკას შექმნიან!

ირაკლი ალასანია: ,,თავისუფალი დემოკრატები" ქვეყანაში ლიბერალურ პოლიტიკას შექმნიან!

,,ჩვენი ამოცანაა საქართველოში ხელი შევუწყოთ ლიბერალური დემოკრატიის ჩამოყალიბებას", - განაცხადა ჟურნალისტებთან თავდაცვის მინისტრმა და ,,თავისუფალი დემოკრატების" უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ პარტიული ყრილობის დაწყებამდე.

 

,,იმის გამო, რომ მე დავტოვე პარტიული თანამდებობა, ყრილობის დელეგატები აირჩევენ პარტიის ახალ თავმჯდომარეს, პარტიულ გამგეობებს. ეს არის პარტიული ცხოვრების გაგრძელება უკვე პოლიტიკურ კონკურენტულ გარემოში და აქედან გამომდინარე, მიხარია, რომ ჩვენი პარტია ,,თავისუფალი დემოკრატები" ვითარდება“. ჩვენი ამოცანაა საქართველოში ხელი შევუწყოთ ლიბერალური დემოკრატიის ჩამოყალიბებას და დარწმუნებული ვარ, რომ ,,თავისუფალი დემოკრატები" იქნება ის პარტია, რომელიც სხვებთან ერთად, დემოკრატიული ქვეყნის შექმნაში მიიღებს მონაწილეობას“, - აცხადებს ალასანია.

 

ყრილობაზე იგეგმება თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პარტიის სამომავლო გეგმების განხილვა.

 

ყრილობაზე დასასწრებად 700 დელეგატია მოწვეული. ყრილობას ესწრებიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. რაც შეეხება პრემიერ-მინისატრ ბიძინა ივანიშვილს, მან ყრილობა უკვე დატოვა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: