ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მზად არის, პოლიტიკურ გაერთიანებას "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" სათავეში ჩაუდგეს.
ამის შესახებ ივანიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.
ივანიშვილის თქით, ის პარტიის თავმჯდომარეობას ნამდვილად აპირებს. "ქართული ოცნების" ყრილობა, სავარაუდოდ, ახალი წლის შემდგომ, იანვარში გაიმართება.
"პარტიის თავმჯდომარეობას ნამდვილად ვაპირებ. დასაზუსტებელია საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები და ყრილობამდე დარჩენილ დროში შესაძლოა, მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულება მოვახერხოთ", - ამბობს პრემიერ-მინისტრი.