დავით კირვალიძე ამერიკაში მიემგზავრება

დავით კირვალიძე  ამერიკაში მიემგზავრება

სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება, სადაც  აშშ -საქართველოს ბიზნეს-საბჭოს მიერ დაგეგმილ კონფერენციაში  მიიღებს მონაწილეობას. 

 

ვიზიტის ფარგლებში, 12 დეკემბერს დავით კირვალიძე კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. სოფლის მეურნეობის მინისტრი საკუთარ გამოსვლაში ყურადღებას საქართველოს ახალი ხელისუფლების პრიორიტეტებზე გაამახვილებს და მათ სოფლის მეურნეობის განვითარების ხედვას გააცნობს.

 

კონფერენციის ფარგლებში  დავით კირვალიძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდება. 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის  მინისტრი სამუშაო შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოში და ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში გამართავს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: