დავით უსუფაშვილი: „ქართული ოცნების“ კონფიგურაციაზე საუბარი ნაადრევია
"თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მყოფმა დავით უსუფაშვილმა მომავალი თვითმმართველობის თუ საპარლამენტო არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" კონფიგურაციაზე საუბარი ნაადრევად მიიჩნია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ყრილობის შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, გასულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სერიოზული ცვლილებები შეიტანა.
„თავისუფალ პოლიტიკურ კონკურენციაში, რომელი პოლიტიკური ძალაც მოახერხებს საზოგადოების მეტი ნაწილის დარწმუნებას, სწორედ ის იქნება წარმატებული“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.