სირიის დედაქალაქთან ბრძოლა მიმდინარეობს
სირიელი აქტივისტები იუწყებიან, რომ დედაქალაქ დამასკის მახლობლად, მეამბოხეები და არმია ბრძოლას განაგრძობენ.
მათი ცნობით, არმიამ მეამბოხეთა რაზმების პოზიციები დაბომბა დამასკოს სამხრეთსა და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში. რამდენიმე დღის წინ მეამბოხეებმა დამასკოს საერთაშორისო აეროპორტი „კანონიერ სამიზნედ“ გამოაცხადეს და ამით შეეცადნენ რეჟიმს მომარაგების საშუალება წაართვან.
გასულ კვირას აეროპორტში სროლის გამო კომერციული ფრენები არ შესრულებულა. სირიის ოფიციალური წარმომადგენლები საპირისპიროს იუწყებიან.