ბრიტანეთის ყველაზე მსუქანი ქალბატონი

ბრიტანეთის ყველაზე მსუქანი ქალბატონი

ბრენდა ფლანეგან დევისი დღის განმავლობაში 6 000 -ზე მეტ კალორიას იღებს, ჭამს შოკოლადის 9 ფილას და სვამს 3 ლიტრა შუშხუნა სასმელს, მაშინ როცა ქალისთვის რეკომენდირებული დღიური კალორია 2 000 -ია. 

 

იგი ძლივს ახერხებს აბაზანამდე 20 ნაბიჯის გადადგმას და ეს მას გულის ამოვარდნად უჯდება.

 

მაღაზიის გამყიდველის ყოფილი თანაშემწე თავისი ცხოვრების უდიდეს ნაწილს სახელმწიფო კმაყოფაზე ატარებს.

 

იგი იძულებული გახდა 65 წლის რონზე დაქორწინებულიყო, რადგან მარტო ცხოვრებისთვის მეტისმეტად მსუქანია.

 

გაიცანით ბრიტანეთის ყველაზე მსუქანი ქალბატონი, რომელიც 400 კილოგრამზე მეტს იწონის და იმდენად დიდია, რომ სახლში გადაადგილებას რის ვაივაგლახით ახერხებს და აქიდან გამომდინარე 4 წელია, რაც შინიდან არ გასულა. 

 

ბრენდა ფაქტობრივად ლოგინსაა მიჯაჭვული და იმდენად საკვებდამოკიდებულადაა ქცეული, რომ შოკოლადითა და გაზიანი სასმელებით სავსე მაცივარი მისი ლოგინის გვერდით აქვს დადგმული. 

 

ბრიტანეთის ყველაზე მსუქანი ქალბატონი

 

ექიმები ბრენდას აფრთხილებენ, რომ თუ ასე განაგრძო ცხოვრება, მოკლე ხანში მას სიკვდილი არ ასცდება.

 

ბრენდა ამბობს: „მე ცხოვრებას, ფაქტობრივად, საწოლში ვატარებ და აბა, ეგ რაღა ცხოვრებაა. არა ერთ დიეტას მივმართე, მაგრამ ვერც ერთი ვერ დავიცავი. წარმოიდგინეთ, აბაზანამდე 20 ნაბიჯის გავლას რის ვაივაგლახით ვახერხებ და იქამდე მიღწეულს უკვე გული ამოვარდნაზე მაქვს. მძულს ასეთი ცხოვრება, მინდა, სანამ ჯერ კიდევ ამის დროა, შვილები გავაჩინო, მაგრამ ახლა ჯანმრთელობა არანაიარად არ მიწყობს ხელს, რომ დავორსულდე. ექიმებმა გამაფრთხილეს, რომ თუ ასე განვაგრძე ცხოვრება, მოკლე ხანში სიკვდილი მელის, მაგრამ არ ვიცი, რა ვქნა, ვერაფრით ვერ ვამბობ უარს საჭმელზე. დიდი სტრესის ქვეშ ვიმყოფები, დახმარება მჭირდება.“ 

 

ბრიტანეთის ყველაზე მსუქანი ქალბატონი

 

ბრენდას გული ცხიმების იმდენად სქელი ქსოვილებითაა დაფარული, რომ მისთვის ოპერაციის გაკეთება საბედისწერო აღმოჩნდება. 

„მაშინ, როცა ჯერ კიდევ შემეძლო გარეთ გასვლა და მთლად ასე გასუქებული არ ვიყავი, ქუჩაში მოსიარულე ხალხი მონსტრსა და ქონიანს მეძახდა და ისე მომშტერებოდა, თითქოს გონჯი და საზიზღარი არსება ვიყავი. ასეთი ცხოვრება ყელში ამომივიდა“, - ამბობს ბრენდა.

 

თუ კი ბრიტანეთის ყველაზე მსუქანი ქალბატონი სასწრაფოდ არ გაითვალისწინებს ექიმების რჩევას, საბედისწერო შედეგი გარდაუვალი იქნება.

 

ბრიტანეთის ყველაზე მსუქანი ქალბატონი

 

ლინკი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: