ამერიკამ რუსეთი WTO-ს წესების დარღვევაში დაადანაშაულა
აშშ-მ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების დარღვევაში დაადანაშაულა, რადგან ეს უკანასკნელი ამერიკული ხორცის სერთიფიცირებას მოითხოვდა, მასში პაკტოპამინის ნაკლებობის მტკიცებულებით.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
საგენტოს ცნობით, ამერიკის სავაჭრო მოლაპარაკებების წარმომადგენელი რონ კირკი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ტომ უილსაკიმი მოუწოდებენ რუსეთის ხელისუფლებას, შეაჩეროს სერტიფიცირების ახალი ზომების მიღება და რუსეთის ბაზარზე ამერიკული ხორცი ხელმისაწვდომი გახადოს. მათივე თქმით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლისას, რუსეთმა პირობა დადო, რომ მკაცრად დაიცავდა ორგანიზაციის ნორმებს და საკვების სფეროში საერთაშორისო სტანდარტებით იხელმძღვანელებდა.
პაკტოპამინი სანაშენე ცხოველებისთვის არის განკუთვნილი, რათა მათი ხორცი ნაკლებად ცხიმიანი იყოს. ქვეყნების უმრავლესობა მას ჯანმრთელობისთვის მავნე პრეპარატად მიიჩნევს, თუმცა ამერიკაში მის გამოყენებაზე შეზღუდვები დაწესებული არ არის. ამიტომ ხორცში ამ ნივთიერების არსებობა-არარსებობის შესახებ გაკეთებული სერთიფიკატები მწარმოებლებს არ გადაეცემათ.
მსოფლიოში რუსეთი აშშ-დან საქონლისა და ღორის ხორცის იმპორტით მეექვსე ადგილზეა. ბაზრის მოცულობა წელიწადში დაახლოებით ნახევარ მილიონ დოლარს აღწევს.