გილერმო დელ ტორო მუსიკალურ სპექტაკლს დგამს

გილერმო დელ ტორო მუსიკალურ სპექტაკლს დგამს

გილერმო  დელ ტორო ფილმ  ,,ფავნის ლაბირინთის“ სცენარის მიხედვით მუსიკალურ სპექტაკლს დადგამს. 

 

ინფორმაციას ამის შესახებ  საიტი Deadline ავრცელებს. 

 

,,ფავნის ლაბირინთი“ ეკრანებზე  2006 წელს  გამოჩნდა. ფილმი  დელ ტოპოს სცენარის მიხედვითაა გადაღებული. კინოფილმში მოვლენები 1944 წლის  ესპანეთში ვითარდება. სიუჟეტის თანახმად, მთავარი გმირი ოფელია ზღაპრულ მიწისქვეშა სამყაროს  აღმოაჩენს. კინოსურათს მოპოვებული აქვს სამი ოსკარი სამხატვრო, საგრიმიორო და საოპერატორო სამუშაოსთვის. 

 

დღევანდელი მონაცემებით, დელ ტოპომ ჯერ კიდევ 4 წლის წინ დაიწყო მზადება მიუზიკლისთვის. ამ წლების განმავლობაში იგი კონსულტაციას გადიოდა თეატრის რეჟისორებსა და კომპოზიტორებთან. მუსიკას  სპექტაკლისთვის გუსტავო სანტაოლაია დაწერს. ეს კომპოზიტორი ამერიკის კინოაკადემიის ორ ჯილდოს ფლობს საუნდტრეკისთვის ფილმებზე ,,კუზიანი მთა'' და „ბაბილონი“. 

 

თუ როდის გაიმართება სპექტაკლის პრემიერა, ჯერჯერობით,  უცნობია. 

 

გილერმო დელ ტორო ამჟამად მუშაობს ფანტასტიკური ჟანრის ფილმზე,  რომლის სათაურია ,,წყნარი ოკეანის ხაზი''. ფილმში ასახულია კაცობრიობის ბრძოლა ოკეანის გიგანტური მონსტრების წინააღმდეგ. კინოსურათის  პრემიერა  2013 წლის ივლისში იგეგმება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: