ედუარდ შევარდნაძე: გამსახურდია მე არ მომიკლავს, აფხაზეთის ომი კი კიტოვანის კისერზეა!

ედუარდ შევარდნაძე: გამსახურდია მე არ მომიკლავს, აფხაზეთის ომი კი კიტოვანის კისერზეა!

ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე აღფრთოვანებულია საქრათველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებით, როდესაც ის უცხოურ მედიაში გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიებს ეხმაურება. "ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც კანონი გვაძლევს ამის საშუალებას. ასეთი სტატიები ვერ შეაჩერებენ და ვერ შეაფერხებენ სამართალდამცავი სრუქტურების მოქმედებას, ჩვენ ვიწყებთ სამართლიანობის აღდგენას ქვეყანაში".


ექსპრეზიდენტის თქმით, დამოუკიდებელმა ქვეყანამ შიდა პრობლემების მოსაგვარებლად არავის მითითებით არ უნდა იხელმძღვანელოს. ის ურჩევს ივანიშვილს, ბევრად მეტი ყურადღება დაუთმოს შიდა კრიტიკას, რაც დაეხმარება მას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.


"რაც შეეხება პოლიტდევნილებსა და პოლიტპატიმრებს, ეს დემოკრატიული ქვეყნის უდიდესი სირცხვილი და სააკაშვილის რეჟიმის "დამსახურებაა", _ აცხადებს ექსპრეზიდენტი გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში.


შევარდნაძე კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ აფხაზეთის ომი კიტოვანის კისერზეა, რადგან იგი მისი მრავალგზის გაფრთხილების მიუხედავად, სოხუმში "მაინც შეიჭრა". იგი ასევე კატეგორიულად უარყოფს მის მონაწილეობას ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: