ვანო მერაბიშვილი "მეგობარმა" პროკურორმა დაკითხა?!
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი შსს-ს საგამოძიებო განყოფილებაში უკვე ორჯერ დაიბარეს დაკითხვაზე, მაგრამ ორჯერვე გამოუშვეს.
დაკითხვის მიზეზი იყო, ლევან მაისურაძის სახელზე გაკეთებული ვანო მერაბიშვილის ყალბი პასპორტი, რომლითაც ცდილობდა საქართველოს საზღვარის გადაკვეთას.
პატიმარი ლევან ტერაშვილი გაზეთ "ქრონიკასთან" საუბარში აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილის დაკითხვის კადრებს ტელევიზიით უყურა და ამასთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას აკეთებს:
"ვანო მერაბიშვილის დაკითხვას ესწრებოდა ჯაბა გურგენიძე. ეს ის პროკურორია, რომელიც თავის დროზე ვანო მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და სხვათა დავალებით იყო ჩემთან გამოგზავნილი, რათა მე მეღიარებინა ბრალი და საპროცესო შეთანხმებაზე მომეწერა ხელი. ამ პროკურორმა და კონტრდაზვერვის ძალიან ბევრმა თანამშრომელმა მაშინ ყვფელაფერი გააკეთეს, რომ ჩემი ოჯახი დაეშანტაჟებინათ. რადგან გურგენიძე ესწრებოდა ვანო მერაბიშვილის დაკითხვას, არ არის გამორიცხული, რომ კონტრდაზვერვის სხვა თანამშრომლებიც ადგილზე იყვნენ".
ეს არ არის ერთადერთი ბრალდება, რომ ახალ პროკურატურაში ისევ ძველი კადრები დარჩნენ, რომლებიც თავისდროზე ადამინიანების დაშინებასა და შემოწმებაში მონაწილეობდნენ.
ხელისუფლებაში კი ამის შესახებ აცხადებენ: "დაგვისახელეთ კონკრეტული ფაქტები და ჩვენ გამოვიძიებთ!"