მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში პანაშვიდებს დაესწრო

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში პანაშვიდებს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო.


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პანაშვიდი არქიმანდრიტმა ადამმა გადაიხადა.


ქართველმა და პოლონელმა მეუფეებმა წმიდნა გრიგოლ ფერაძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც გადაიხადეს. არქიმანდრიტ გრიგოლის  მოწამეობრივი აღსასრულიდან 70 წელი გავიდა.


ცერემონიალის დასრულების შემდეგ, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ წმინდა გრიგოლ ფერაძე დიდი ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე იყო, რომელიც ქართველებისთვის განათლების და მშვიდობის სიმბოლოდ იქცა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: