10 დეკემბერი ქართველი მეგზევეების დღეა

10 დეკემბერი ქართველი მეგზევეების დღეა

დღეს ქართველი მეგზევეები პროფესიულ დღესასწაულს – "მეგზევის დღეს" აღნიშნავენ.


მეგზევის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წელს საქართველოს მეგზევეთა საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდება.


მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომისთვის საპატიო სიგელებით დაჯილდოვდებიან ვეტერანი და წარმატებული მეგზევეები.


მეგზევეების პროფესიულ დღეს საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მნისტრი დავით ნარმანია და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ზაქარია ხუნძაყიშვილი დაესწრებიან.


როგორც ცნობილია, მეგზევეთა საზოგადოება დღეს გაჟღერებს თავის ინიციატივას გიორგი რობიტაშვილის პრემიის დაწესების თაობაზე, რომელსაც მომავალი წლიდან საუკეთესო მეგზევეები, საგზაო ფაკულტეტის სტუდენტები და მეცნიერები მიიღებენ.


შეხვედრის მონაწილეებს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ზაქარია ხუნძაყიშვილი 2013 წლის გეგმებს და საგზაო დარგის განვითარებისთვის დაგეგმილ სიახლეებს გააცნობს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: