უამინდობამ გადაადგილების პრობლემა შექმნა
უამინდობის გამო საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
როგორ „ივერიონს“ საგზაო დეპარტამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, უამინდობის გამო, ტრანსპორტით გადაადგილებაზე შეზღუდვებია დაწესებული ჯვრის უღელტეხილზე.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯვრის უღელტეხილზე მოძრაობა მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებისთვისა აკრძალულია.
საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, გადაუღებელი თოვის გამო, ამ დროისთვის ტრანსპორტის მოძრაობა ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზეა ჩაკეტილი.
მოძრაობა გართულებულია რიკოთის უღელტეხილზეც, თუმცა აქ გადაადგილებას არა თოვლი, არამედ გზის სარეაბილიტაციო სამუშოები აფერხებს.