ცხელი ამბავი

თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, წყლის შეწყვეტის მიზეზი გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე, სასტუმრო „პიზასთან“ გამავალი მე-7 მაგისტრალური წყალდენის დაზიანებაა.

დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს 12:00 საათიდან 11 დეკემბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება „ცენტროლიტის“, კონიაკის, გლდანულას, მუხიანის სამხედრო და „გაზის“ დასახლებებს შეუწყდება.

ამავე პერიოდში წყალი გლდანის მასივის III, IIIა, V, VI, VII, VIII მ/რაიონებს, თემქის III მ/რაიონს და მუხიანს, ანდრონიკაშვილის, ბიჭვინთის და რევოლუციის ქუჩებს, სოფლებს - გლდანსა და გიორგიწმინდას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 საპატიმროს შეეზღუდება.

ხუდადოვის ქ. N41-თან მომხდარი დაზიანების ლიკვიდაციის გამო,   დღეს, 15:00 საათამდე წყალმომარაგება ხუდადოვის ქუჩის კენტ ნომრებს არ მიეწოდება.

ტაშკენტის ქ. N32-ში, აბონენტის კუთვნილი წყალსადენის შიდა ქსელზე მომხდარი დაზიანების გამო, 16:00 საათამდე წყალმომარაგება  გაგარინის, ვაზისუბნის, კანდელაკის, ბუდაპეშტის, ტაშკენტის, ამბროლაურის, ონიაშვილის, ლვოვის, ჩერქეზიშვილის, ზემო ვეძისის, ოსეთის ქუჩებს გაეთიშება.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალი ასევე, ვაჟა-ფშაველას გამზირის კენტ ნომრებს ყოფილ სასტუმრო „აფხაზეთამდე“ არ მიეწოდება.

ქობულეთის ქ. N25-თან, წყალსადენის ქსელზე მომხდარი დაზიანების გამო, დღეს,  21:00 საათამდე წყალმომარაგება ქობულეთის, მცხეთის, კეკელიძის, ჯანაშვილის ქუჩებს და მარაბდის შესახვევს შეეზრუდება.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: