ზურაბ აბაშიძე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ კვირაში შეხვდება

ზურაბ აბაშიძე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ კვირაში შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე მიმდინარე კვირას რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.

როგორც  საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული შეხვედრის კონკრეტულ დეტალებს ჯერ ვერ გაახმაურებს.

მისი თქმით, აბაშიძეს რუსეთიდან დაუკავშირდნენ და მოლაპარაკება ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში დაიგეგმა.

„რუსეთისგან უკვე კონკრეტული გაცხადებები იყო. ამას მივესალმებით. დაგიდასტურებთ, რომ შედგა კონტაქტი და ზურაბ აბაშიძე ძალიან მალე - ამ კვირის განმავლობაში, ევროპაში რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ წარმომადგენელს შეხვდება“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისი თქმით, ეს პირველ რიგში, უფრო ტექნიკური ხასიათის შეხვედრა იქნება, სადაც პოზიციები შეჯერდება.

„შეიძლება ამ შეხვედრიდან რაიმე კონკრეტულ დადებით შედეგს არ ველით, მაგრამ ფაქტი, რომ პირველი შეხვედრა შედგება, არის დადებითი“ ,- აღნიშნა ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, ზურაბ აბაშიძე კონკრეტულ განცხადებას დღეს გააკეთებს, თუმცა შეთანხმება მიღწეულია და შეხვედრა ევროპის ერთ-ერთ ქალაქში გამართება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: