რა წერია "უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიურ" ანგარიშში?

რა წერია "უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიურ" ანგარიშში?

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, "უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიურმა ქსელმა" ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ანგარიშში საუბარია საქართველოში არსებული უფლებადამცველთა მდგომარეობის შესახებ.


ანგარიშის პრეზენტაციას ახლადდანიშნული სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ესწრება.


უფლებადამცველები, ადვოკატები, საგამოძიებო ჟურნალისტები და უმცირესობათა უფლებადამცველები ანგარისში სპეციფიკური ხასიათის ზეწოლაზე საუბრობენ, რომლის შედეგადაც 2011-2012 წლებში მათ ადვოკატირების უფლება შეეზღუდათ. მათივე თქმით, სერიოზული პრობლემები ექმნებოდათ სასამართლო სისტემასთან, რომელიც ხელისუფლების მხრიდან კონტროლდებოდა.


მოხსენებაში საუბარია, რეგიონებში შექმნილ სიტუაციაზე, სადაც ჟურნალსიტების მიმართ ფიზიკური ზეწოლა ხორციელდებოდა.


"უფლებადამცველთა სამხრეთ კავკასიური ქსელი" 30 უფლებადამცველთა ორგანიზაციას აერთიანებს. ქსელი, რომელიც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ფუნქციონირებს, წლების განმავლობაში ხელს უწყობდა ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემოს შექმნას, საზოგადოების როლის ამაღლებას რეგიონში და საერთაშორისო დონეზე. მიმაჩნია, რომ ქსელმა სერიოზული სამუშაო გასწია  და ვიმედოვნებ, რომ იგი ძველებურად გააგრძელებს საქმიანობას", - განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.


ნანუაშვილის თქმით, იგი იყო და ყოველთვის იქნება ამ ორგანიზაციის აქტიური წევრი და მზად არის, როგორც სახალხო დამცველი ოგანიზაციის მიერ განხორციელებულ ყველა ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: