ზაზა დავითაია: საია საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობას არ აღიარებს
„მივესალმებით ახალი ხელისუფლების პოლიტიკას და პოლიტპატიმრების მიმართ არსებულ დამოკიდებულებას, მაგრამ გამოვთქვამთ გულისტკივილს და შეშფოთებას, რომ გარკვეული ძალები მიზანმიმართულად უშლიან ხელს პოლიტპატიმრების არსებობის აღიარებას“, - განაცხადა ზაზა დავითაიამ “პრაიმ-ტაიმის” პრესკლუბში.
„პოლიტპატიმრების შესახებ“ კანონის დამტკიცებამდე და მის შემდეგაც მრავალი განცხადება კეთდებოდა, რომ პოლიტპატიმართა სია არ იყო ობიექტური და მასში ბევრი ისეთი პიროვნებაა შეყვანილი, რომელიც აღნიშნულ სტატუსს არ იმსახურებს.
„ივერიონთან“ საუბარში ყოფილი პატიმარი ზაზა დავითაია აცხადებს, რომ პოლიტპატიმრად აღიარეს ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც რეალურად არ არის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული. „მათ სტატუსს ყოფილი და ახლანდელი პოლიტპატიმრები აპროტესტებენ“, - აცხადებს დავითაია.
ის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პოზიციასაც შეეხმინა და განაცხადა, რომ საია თავიდან არც კი აღიარებდა საქართველოში პოლიტპატიმტების არსებობას.“ შემდეგ კი, მიზანმიმართულად უშლიდა ხელს კანონის დამტკიცებას. უნდა აღდგეს მორალის და კანონის ზეიმი საქართველოში“, - აცხადებს ზაზა დავითაია.