ნორა კვიციანი პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

ნორა კვიციანი პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

„აღარ მეგონა, რომ გამოსვლა და პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მოთხოვნა მომიწევდა“, - აცხადებს ყოფილი პატიმარი ნორა კვიციანი.

მისი განცხადებით, პატიმრობაში სრულიად უსაფუძლოდ, ჩაუდენელი დანაშაულისთვის 6 წელი და სამი თვე გაატარა.

კვიციანის განცხადებით, ციხიდან გამოსვლა მხოლოდ პოლიტიკური სტატუსით უნდოდა.

„უდო-ს კომისიისთვის არ მიმიმართავს. მათ თავიანთი ინიციატივით გამომიშვეს და ახლა პოლიტპატიმრის სტატუსი არ მომანიჭეს. არ ვაპირებ ამას შევეგუო და სამართლიანობისთვის ბრძოლას გავაგრძელებ. გარდა ამისა, ჩემ ძმას ემზარ კვიციანს პოლიტდევნილის სტატუსი არ მიანიჭეს, რაც დიდი უსამართლობაა“, - განუცხადა „ივერიონს“ ნორა კვიციანმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: