შსს-მ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა

შსს-მ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის პირველი განყოფილების თანამშრომლებმა,  აბსაძის ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის ფაქტზე, სამი პირი დააკავა.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაკავებულები არიან 1972 წელს დაბადებული პაატა ზ, 1998 წელს დაბადებული გიორგი შ. და მარტვილის რაიონის სოფელ აბათაში მცხოვრები, 1995 წელს დაბადებული ირაკლი მ.

განცხადების თანახმად, ქურდობის ფაქტი სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს.

„დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს, მათ შორის, მანამდე თბილისის სხვადასხვა უბნებში  სარდაფების გაქურდვის ფაქტები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, საქმე 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით აღიძრა. მიმდინარეობს გამოძიება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: